მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში საბავშვო ჩვენება გაიმართება

   მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში საბავშვო ჩვენება გაიმართება.

 

Disney-ისა და Pixar-ის უახლესი ნამუშევარი, მართლაც რომ გასული წლის აღმოჩენაა. მან დამსახურებულად დაისაკუთრა ყველა პრესტიჟული ჯილდო და რაც მთავარია მან შეძლო და დაიპყრო მაყურებელთა გულები, განურჩევლად ასაკისა და მისწრაფებისა. მართლაც, პატარა მიგელიტოს ისტორია, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს და გარდაცვლილთა სამყაროში მოგზაურობს, გულგრილს ვერ დაგტოვებს.. ის არასდროს ნებდება და თავდაუზოგავად ისწრაფვის ოცნებების ასრულებისკენ..ჩვენ შევძლებთ ახლოდან დავათვალიეროთ მექსიკის მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი..ეს სიკეთით სავსე ანიმაცია კარგად გვიჩვენებს ოჯახის და სიყვარულის უზარმაზარ ძალას.. ძალას, რომელიც ყველაფრის გასაღებია. 

 

რეჟისორი: ლი ანკრიჩი

წელი: 2017

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სათავგადასავლო, ანიმაცია, საოჯახო

ქრონომეტრაჟი: 1სთ. 43წთ.

ენა: ქართული

ჩვენების ორგანიზატორი: ნინი პაპუნიდი

 

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. 

დასწრება თავისუფალია ✅

 

"მზიურის თავისუფალი ჩვენებები" იმართება პროექტ "ახალი მზიურისა" და "ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების" პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებით ი მიზნებისთვის.

მსგავსი ღონისძიებები
რამდენჯერ გიოცნებიათ მეცნიერებას შეეძლოს თქვენი გონებიდან იმ მომენტების და წუთების ამოშლა, რომელთა გახსენებათ მხოლოდ სევდას იწვევს თქვენში?
კინო
ამბავი დეფორმირებული სახის ბიჭზე, რომელიც 10 წლისა პირველად მიდის სკოლაში, მსოფლიოში უამრავმა ბავშვმა და უფროსმა განიცადა და შეიყვარა.
კინო
7 სექტემბერს მზიურში, ღია ცის ქვეშ ამერიკულ მულტფილმს ”მოანას” უჩვენებენ.
კინო
"ალტერნატიული ტალღა" გაიმართება “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს  ქ. ბათუმში.
კინო
კვირის ღონისძიებები