მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

            ცნობილი ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი უკვე 40 წელია თავის შემოქმედებას უზიარებს მსმენელს. მერაბის და მისი ბენდის (დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით) საკონცერტო რეპერტუარში ყველასათვის კარგად ნაცნობი საყვარელი ჰიტები შესრულდება და ბევრი მუსიკალური სიურპრიზი შეხვდება დამსწრე საზოგადეობას.

 

            კონცერტზე ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი, რომლის ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძეა. კონცერტი ,,ჩეკინ ჯორჯიას”ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართება.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
8 დეკემბერს ,,ბუ შეჰერდე'' თბილისში იუმორისტულ შოუს ჩაატარებს.
კონცერტი
7 დეკემბერს, პარიზში ფონდის “SOS Talents” ლაურეატი პიანისტების საახალწლო კონცერტი და უმაღლესი რანგის საქველმოქმედო მიღება გაიმართება.
კონცერტი
5 ოქტომბერს ქუთაისში თეატრ "პროგრესის" სცენაზე "Sf-X" და "Young Mic" გამოვლენ
კონცერტი
კონცერტი და ახალი სიმღერის პრეზენტაცია
კონცერტი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.