ლევან ლაღიძემ "ღია კარის" დღეს საკუთარი ნამუშევარი გაათამაშა

ლევან ლაღიძის გალერეა, ფალიშვილის 23 ნომერში მდებარეობს. ყოველთვე მხატვარი ირჩევს რიცხვს, რომელსაც იგი „ჩემ დღეს“ უწოდებს  და „ღია კარის“ დღეს აწყობს. ამ კონკრეტულ დღეს კი, მნახველებს შესაძლებლობა ეძლევათ, გალერეაში გამოფენილი, ყოველი ნამუშევარი დაათვალიერონ.

 

 

გალერეაში ნამუშევრებთან ერთად, შესაძლებელია შარფების, ჭიქებისა და კალენდრების შეძენა, რომლებზეც არტისტის ნახატებია გამოსახული. კალენდარს „ჩემი დღე“ ჰქვია, და ყოველი თვის განსაკუთრებული რიცხვი მუქადაა მონიშნული.

                                           

14 მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებული თარიღი აღმოჩნდა, რადგან მხატვარმა ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი გაათამაშა. გამარჯვებული ის ბედნიერი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც კალათაში ჩაწყობილი ფურცლებიდან  ერთადერთი წარწერიანი ფურცელი ამოიღო.

               

 

მხატვარს ახლახან ჰქონდა პერსონალური გამოფენა ბერლინში, შემდეგი გამოფენის მოწყობას კი ლონდონში გეგმავს. მისი ნამუშევრები  პარიზის, ვენის, მოსკოვის, ლონდონის და სხვა ქვეყნების მუზეუმებში გამოფენილა.

 

თათა ბერაძე

მსგავსი ღონისძიებები
მარიამ ნატროშვილი და ნატუკა ვაწაძე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მნიშვნელობაზე, სხვა მოძრავი და ექსპერიმენტული მუზეუმების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
გამოფენა
აივ დადებითი ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენა
მუზეუმის 3 დარბაზში გამოიფინება 2 ცნობილი არქიტექტურული დინასტიის - ქურდიანებისა და ბიომების  საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი
გამოფენა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები