ლეგენდარული ბალერონი, ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი მარჯანიშვილის თეატრში გამართავს წარმოდგენას

        ბროდსკი/ბარიშნიკოვი - ასე ჰქვია წარმოდგენას რომელიც 14, 15 და 16 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს: მიხაილ ბარიშნიკოვი, ლეგენდარული ბალეტმეისტერი, ბალერონი და მსახიობია. მიხაილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საბალეტო არტისტად მიიჩნევა.

 

        მისი პლასტიკა მაყურებელს ფანტასტიკურ შეგრძნებებს უტოვებს. იგი 1974 წლიდან ამერიკის საბალეტო დასის წევრი იყო, ხოლო 1980-1989 წლებში მისი ხელმძღვანელი გახლდათ. სპექტაკლზე იგი რუსი, ამერიკელი პოეტის და ნობელის პრემიის ლაურეატის იოსებ ბროდსკის ემოციურ და  ლამაზ ლექსებს წაიკითხავს.

 

        პროექტს მართავს Baryshnikov Productions, ჰონგ ჰონგი.

მსგავსი ღონისძიებები
2 დეკემბერს, ზურაბ გეწაძის შვიდი პატარა პიესა თუმანიშილის თეატრში გაიმართება.
თეატრი
რუსთაველის თეატრი სპექტაკლის "სალამურა" განახლებულ დადგმას გთავაზობთ
თეატრი
რადგან ფასებმა პროდუქტებზე ისევ იმატა, ანტონიამ და მის მეზობლად მცხოვრებმა დიასახლისმა სახლს ქვემოთ მდებარე სუპერმარკეტის გაძარცხვა განიზრახეს
თეატრი
სპექტაკლში პასუხი უნდა გაეცეს ეგზისტენციურ კითხვას-აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი?
თეატრი
კვირის ღონისძიებები