კლუბ KHIDI-ზე ესპანელი დიჯეი Regal-ი ახალი წლის ღამეს დაუკრავს

Regal - იგივე Gabriel Cassina. კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი ესპანელი პროდიუსერი და დიჯეი. Regal-ის დებიუტი Enemy Records-ზე 2012 წელს Mute EP-ით შედგა. მას შემდეგ პერიოდულად გამოსცემს მუსიკას ამ ლეიბლზე, თუმცა მის კრებულებს ასევე FIGURE •-სა და მის კუთვნილInvolve Records-ის კატალოგებში შევხვდებით. Regal-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რელიზი Len Faki (OFFICIAL)-თან ერთად ჩაწერილი "The End" იყო, რომელიც Faki-ს ლეიბლ FIGURE •-ზე 2016 წელს გამოიცა. Regal-ის მუსიკისთვის დამახასიათებელია დინამიური, ენერგიული ტექნო ჟღერადობა, რომელიც, როგორც მის დისკოგრაფიაში, ასევე მის სეტებში ყოველთვის დიდი დოზით გვხვდება.

 

Volte-Face - იგივე Casper Clark. ლონდონის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ლეიბლ BleeD Music-ის დამაარსებელი. გამოირჩევა მდიდარი სელექციით, რაც მის ნებისმიერ სეტში ადვილი შესამჩნევია. Casper-ი არც ისე დიდი ხანია, რაც მუსიკას ქმნის, მაგრამ მის ნამუშევრებზე ეს არ აისახება. გარემიქსებული აქვს ისეთი არტისტების ტრეკები, როგორიცაა: Daniel Avery, DJ Spider, Phil Moffa და SMD. მათ ნამუშევრებს Volte-Face-მა საკუთარი, უნიკალური ჟღერადობა შესძინა.

სოლო რელიზების გარდა, საკუთარ ლეიბლ BleeD Music-ზე გამოცემული აქვს ერთობილივი EP Daniel Avery-სთან, ფსევდონიმით Rote. ხაზგასასმელია Volte-Face-ის ნამუშევრები "All Grown Up" და "You Bury Me".

 

DJ BORING - იგივე Tristan Hallis. G2-ის რეზიდენტი, ახალგაზრდა არტისტი, რომელიც 2016 წელს გახდა ცნობილი. 18 წლის ასაკიდან მუსიკას მეტსახელ "Spook"-ით ქმნიდა და ძირითადად Garage, House და Lo-fi House-ზე ორიენტირებდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას Lo-fi ტრეკ Winona-მ მოუტანა, რომელშიც დასემპლილია 90-იანი წლების ცნობილ მსახიობ Winona Ryder-თან ინტერვიუ.

 

Digital Groove Affair - G2-ის რეზიდენტი დუო თბილისიდან, რომელიც 2016 წელს გიორგი კაკოიშვილისა და სოლო გაგუას შემადგენლობით შეიქმნა. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია Garage/Deep/Funky House ჟღერადობაზე.

მსგავსი ღონისძიებები
ერთ საღამოში  ეტევა მთელი მუსიკალური სამყარო, თითოეულ მსმენელის გემოვნებაზე  მორგებული ჟანრობრივი გრადაცია - კლასიკურის, ეთნოს, ჯაზის ჰანგებიდან ელექტრონულ ინოვაციამდე.
კლუბი/ლაუნჯი
"BASSIANI – ეს არ არის მხოლოდ ივენთების სერია, არც კლუბი, არც საგამოფენო სივრცე, ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი –  ეს არის იდეა.
კლუბი/ლაუნჯი
ჩვენი ხეც, ბუნების მსგავსად თავს უყრის ყველა ასაკის, რწმენის, პოლიტიკური შეხედულების ადამიანს და ქმნის გარემოს, სადაც ურთიერთობა ლაღი და თავისუფალია.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები