კლუბი BASSIANI / HOROOM ამსტერდამში დაფუძნებული ფესტივალის ივენთების სერიას უმასპინძლებს

12 იანვარს, კლუბი BASSIANI / HOROOM, ამსტერდამში დაფუძნებული ფესტივალის, ივენთების სერიისა და ლეიბლის DEKMANTEL-ის შოუქეისს უმასპინძლებს.

 

BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე დაუკრავენ: ტექნოს ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, ამერიკელი არტისტი CHARLES DUFF, იგივე MATRIXXMAN, რომლის ჩანაწერები მომავლის ტექნოლოგიებით და პოსტ-აპოკალიპტური კონცეფციებით არის შთაგონებული და გამოდის ლეიბლებზე: GHOSTLY INTERNATIONAL, DEKMANTEL, PLANET RHYTHM, HERRENSAUNA.

 

ბრიტანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი RANDOMER, გამოიცემა ლეიბლებზე HAMLOCK RECORDINGS, L.I.E.S, HESSLE AUDIO, CLONE, მისი სეტები კი თანამედროვე ბასის და კლასიკური ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. HOROOM-ის ოთახში, ნიდერლანდების საუკეთესო სელექტორი დუო DEKMANTEL SOUNDSYSTEM, ვეტერან კალიფორნიელ DJ - SOLAR-თან ერთად B2B დაუკრავს.

მსგავსი ღონისძიებები
საღამოს დაასრულებს Kordz.
კლუბი/ლაუნჯი
30 სექტემბერს კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest" - ში Teko b2b Breloka და Spacecraft დაუკრავენ
კლუბი/ლაუნჯი
Ellarge - ირაკლი მენაღარიშვილისა და ნიკა წერეთელის Psychedelic Dance ჟღერადობის კოლაბორაციული პროექტი, რომელიც დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და გადმოსცემს მათ ზუსტ ემოციას.
კლუბი/ლაუნჯი
სტეფანეს არაერთ მიუზიკლსა და მუსიკალურ გადაცემაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.