კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ გამარჯვებულების დაჯილდოვება

10 დეკემბერს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში" გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

„კინო სკოლაში", წელს, უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებიც. აღსანიშნავია, რომ წელს, „კინო სკოლაში" Creative Europe-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, სულ, 4 კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი.

სპეციალურად დაჯილდოების ცერემონიისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, თბილისში 200-ზე მეტი კინოსკოლელი ჩამოვიდა.

დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე, კინოსკოლელებმა კინოტურში მიიღეს მონაწილეობა.პროექტი „კინოტური - ქართული კინო", კინოსტუდია „ქართული ფილმის" ადმინისტრაციის ინიციატივით ხოციელდება. მხარდამჭერია - ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კინოაკადემია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

პროექტის „კინო სკოლაში" შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კინოსკოლელები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებებსაც დაესწრნენ.

პროექტი „კინო სკოლაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.

მსგავსი ღონისძიებები
მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;
კინო
ქალაქში, სადაც ყველა სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს, ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დგება...
კინო
Disney-ისა და Pixar-ის უახლესი ნამუშევარი, მართლაც რომ გასული წლის აღმოჩენაა. მან დამსახურებულად დაისაკუთრა ყველა პრესტიჟული ჯილდო და რაც მთავარია მან შეძლო და დაიპყრო მაყურებელთა გულები
კინო
7 სექტემბერს მზიურში, ღია ცის ქვეშ ამერიკულ მულტფილმს ”მოანას” უჩვენებენ.
კინო
კვირის ღონისძიებები