“კავეა გალერია თბილისი” 30 ნოემბრიდან “გალერია თბილისში”

30 ნოემბრიდან “გალერია თბილისში” ახალი,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი“კავეა გალერია თბილისი”გაიხსნება. 4K გამოსახულება,სუპერკომფორტული სავარძლები და Dolby Atmos აუდიო სისტემა - ეს იმ სიახლეების ძირითადი ჩამონათვალია, რითიც ახალი კინოთეატრი გამორჩეული და განსხვავებული იქნება საქართველოში აქამდე არსებული სხვა კინოთეატრებისგან. ‘‘Dolby’’ ახალ, მძლავრ აუდიო ტექნოლოგიებს გვთავაზობს. ‘’Dolby Atmos ’’ - ასე ქვია აუდიო სისტემას, რომელიც შთამბეჭდავ თეატრალურ ხმას,RPX ფორმატში უზრუნველყოფს.

კინორეჟისორებს კი საოცარ შესაძლებლობას აძლევს, გადმოსცენ თავისი ისტორიები ყველაზე ამაღელვებლად. Dolby Atmos-ით კინოთეატრის დარბაზები მთლიანად ივსება საოცარად მკაფიო, რეალური და სუფთა ხმით,რომელიც 360 გრადუსიან ჟღერადობას იძლევა და მთელს დარბაზში თანაბრად მიედინება. ‘’Dolby Atmos ’’ მაყურებელი პირდაპირ ფილმში გადაჰყავს, რაც დაუვიწყარ ემოციას ტოვებს კინოთეატრის სტუმრებზე. Dolby Atmos-ის ხმის ტექნოლოგია პირველად 2012 წელს, დისნეიმ და პიქსარმა გამოიყენეს ანიმაციურ ფილმში - Brave. 2018 წელს კი, ამ სისტემას ისეთ ფილმებში შევხვდებით,როგორებიც არის - X-Men: The New Mutants, Deadpool 2 და სხვა. ასე რომ მოემზადეთ, ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.

მსგავსი ღონისძიებები
11 მაისს, 19:00 საათზე ჟურნალი „ინდიგო“ ზურა მამაგულაშვილის ფილმის ჩვენებაზე გიწვევთ.
კინო
უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს.
კინო
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
კინო
კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
კინო
კვირის ღონისძიებები
"მან მიიღო კორონავირუსით პირველი დაავადებული პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული" - ინფექციურის ექიმის ფოტო სახეზე ეკიპირების ნაკვალევით
ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე ის ექიმია, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღო და როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ამბობს, მანვე გაწერა პირველი პაციენტი სახლში გამოჯანმრთელებული.

"ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება", - დაწერა გიორგი ბერიძემ.