ირაკლი კვირიკაძეს „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო გადაეცა

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის კინოფესტივალზე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის" პრიზით დააჯილდოვეს.

 

დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, Berlinale Palast-ში გაიმართა.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ "ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა.ნომინაცია ქართველმა მსახიობმა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები" შესრულებული როლისთვის მიიღო, საუკეთესო ათეულში მოხვედრის შემდეგ კი ბერლინალეზე რჩეულ კოლეგებთან ერთად დაჯილდოვდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავები 4 დღის განმავლობაში (16-19 თებერალი, 2018) ესწრებოდნენ სხადასხვა ვორქშოპს, ხვდებოდნენ ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კასტინგის დირექტორებს.

მსგავსი ღონისძიებები
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი.
კინო
ფილმების ყურებისთვის საუკეთესო დრო, ალბათ, მაინც ზამთარია,
კინო
7 სექტემბერს მზიურში, ღია ცის ქვეშ ამერიკულ მულტფილმს ”მოანას” უჩვენებენ.
კინო
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კინო
კვირის ღონისძიებები