თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა... საინტერესოა, ვინ დაუმეგობრდება და ვინ ეთამაშება ახალ, გათანამედროვებულ გუნდას, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება.

 

”პალიტრა ლ“ -ის დაკვეთით  ანიმაციურმა სტუდიამ  „Snow Label“  ყველასთვის საყვარელი გმირის და მულტფილმის განახლებაზე მუშაობს. ანიმაციაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ამჟამად მისი არანჟირება მიმდინარეობას და სულ მალე შეეძლება მაყურებელს მისი ეკრანებზე ხილვა.

 

სამუშაო ჯგუფის წევრები ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ, თუ როგორი იქნება ანიმაციის სცენარი და განსაკუთრებით, ფინალი, იქნება ის ისეთივე სენტიმენტალური, როგორც ძველი გუნდა თუ განახლებულ პერსონაჟს უფრო ხალისიანი როლი ექნება.

 

თითქმის 35 წელი გავიდა გუნდას პირველი მულტფილმის შექმნიდან და ის დღემდე დიდებისა თუ პატარების საყვარელ გმირად რჩება. ფუმფულა და საყვარელი გუნდა ერთნაირად უყვარს როგორც უფროს თაობას, რომელიც ამ მულტფილმთან ერთად გაიზარდა, ისე ბავშვებს. თუმცა ანიმაცია წლების წინ არის შექმნილი და მისი ხარისხი თანამედროვე მულტფილმების ხარისხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სწორედ ამიტომ გადაწყიტა „პალიტრა ლ“ - მა ანიმაციის გათანამედროვება.  ეს გუნდას გაცოცხლების პირველი შემთხვევა არაა. 3 წლის წინ მაღაზიის დახლებზე პირველად გამოჩნდა გუნდას ფუმფულა მუსიკალური სათამაშო. რასაც გუნდას თემაზე შექმნილი წიგნებისა და სხვა საბავშვო ატრიბუტიკის შექმნა მოჰყვა. პალიტრა ლის მიზანი ქართული პერსონაჟების მაქსიმალური პოპულარიზაციაა.

 

ანიმაცია ახლო მომავალში გამოჩნდება ეკრანებზე და მალე გაიგებთ როგორია ახალი, ფუმფულა და თანამედროვე თოვლის გუნდას.

 

მსგავსი ღონისძიებები
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
კინო
ჟიურის გრან პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს - ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა“. „საშიში დედა“ საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე მიღებული აქვს „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.
კინო
ბრძოლა დედამიწის გადასარჩენად და უძლეველი შავი ძალების დამარცხება
კინო
30 ოქტომბერს, ბენედიქტ ქამბერბათჩის "ფრანკენშტეინი"-ს ჩვენება კინოთეატრ ამირანში შედგება
კინო
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.