თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

რუსეთის ფილმსაცავ  „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით,  საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება. 

ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.  

 

 

მსგავსი ღონისძიებები
კინოინდუსტრიაში ბიზნესი და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის, ამიტომ ფილმებზე დახარჯული თანხა დროთა განმავლობაში იზრდება
კინო
"ქამინგ აუთი“ იყო აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა.
კინო
დროა, ხელში ჯადოსნური ჯოხი აიღოთ და ერთი უბრალო დღე, ჯადოსნურ სამყაროდ აქციოთ.
კინო
„ვიქტორია“ 2015 წლის “გერმანული კინოს ჯილდოზე” 6 პრიზი მიიღო სხვადასხვა კატეგორიებში
კინო
კვირის ღონისძიებები