თბილისს ლეგენდარული ფოტოგრაფი მართა კუპერი ეწვევა

            ფოტოგრაფი, რომელმაც გრაფიტი მსოფლიოს გააცნო6-7 ოქტომბერს, ფაბრიკაფიტი 2018 წლის ფაბრგლებში, ფესტივალს ლეგენდარული ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი მართა კუპერი ეწვევა. 43 წლიანი კარიერის განმავლობაში მან შექმნა გრაფიტისა და ჰიპ-ჰოპის მატიანე. მართა იყო პირველი, ვინც დაინტერესდა ქუჩის ხელოვნებით, მის სურათებში კი ქრონოლოგიურად ჩანს გრაფიტის განვითარება, თუ როგორ დაიწყო იგი 70-იანი წლების ნიუ იორკში და შემდეგ მოედო მთელს მსოფლიოს. მართა კუპერი თავისი ნამუშევრებით საშუალებას აძლევს დამთვალიერებლს ვიზუალურად აღიქვას და გაიგოს გრაფიტის მნიშვნელობა, მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში.

 

 

     გრაფიტის უეცარი აღმოჩენამისი იტორია კი გაზეთ ნიუ-იორკ პოსტში ყოფნის წლებს უკავშირდება, სადაც მან 3 წელი ფოტო რეპორტიორად იმუშავა. 70-იანი წლების მიწურულს დოკუმენტურ სურათებს გაზეთის სტატიებისთვის იღებდა და პარალელურად პირადი კოლექციისთვის დოკუმენტურ კადრებს აგროვებდა. მართას შთაგონების წყარო ჰაიტიში მოგზაურობა აღმოჩნდა, სადაც მას უკიდურესად გაჭირვებულ ბავშვები შეხვდნენ. მან შეამჩნია, რომ ბავშვები თავად ქმნიდნენ ხისგან სათამაშოებს, რათა ეთამაშათ, მართამ ფირზე აღბეჭდა ჰაიტიელი ბავშვების კადრები და ნიუ-იორკში ჩამოსვლისას გადაწყვიტა, ნიუ-იორკელი ბავშვებისთვის გადაეღო მსგავსი ტიპის სურათები. იგი ქალაქში ეძებდა ბავშვებს, რომლებიც თავიანთი გაკეთებული სათამაშოებით თამაშობდნენ.

 

     მსგავსი გადაღებისას, მან გაიცნო ახალგაზრდა სთრით არტისტი – HE3, რომელმაც თავისი ნამუშევრები აჩვენა და ასწავლა ქალაქში არსებული სთრით არტისტების თაგების გარჩევა, რამაც მართას საშუალება მისცა დამოუკიდბელად ამოეცნო სხვადასხვა ნამუშევრის ავტორორები. თავდაპირველად, სხვების მსგავსად, მართასაც აკვირვებდა თუ როგორ ახერხებდნენ არტისტები მეტრო სადგურების მოხატვას ერთ ღამეში. მართა ნიუ იორკის ანდერგრაუნ სუბ კულტურით მოიხიბლა და დაიწყო კულტურის უკეთესად გაცნობა. მოგვიანებით, კი გრაფიტის ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლებიც გაიცნო, როგორიცაა Dondi.

 

    მართამ ღამღამობით დაიწყო გრაფიტი არტისტების მუშაობის პროცესის ლაივში გადაღება. 1980 წელს მას კონტრაქტი უმთავრდებოდა ნიუ იორკ პოსტთან, სწორედ ამ დროს მან მიიღო გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო ფოტოგრაფი და არა ფოტო-ჟურნალისტი. იგი ღამეებს ათევდა გეტოებში, მიტოვებულ სახლებსა და მეტროს გაჩერებებზე, რათა ფირზე აღებეჭდა გრაფიტის არტისტების მუშაობა.

The Subway Art იმ პერიოდში მან ასევე გადაწყვიტა თავის თანამშრომელთან, ჰენრი ჩალფანტთან ერთად წიგნად გამოეცა ნიუ იორკში გადაღებული სტრიტ არტის სურათები. რამდენიმე წლიანი მდცელობის შემდეგ მათ შეძლეს წიგნის გამოცემა, რომელიც დღეს ნახევარი მილიონი ტირაჟითაა გაყიდული და ასახავს უნიკალურ კადრებს თუ როგორ დაიწყო ნიუ იორკში გრაფიტის სუბკულტურის ჩამოყალიბება. არტისტები მის წიგნს გრაფიტის “ბიბლიას” უწოდებენ. 2013 წელს კი არტისტებმა მართა კუპერს 70 წლის იუბილე გრაფიტით მიულოცეს.

6 ოქტომბერს Fabrikaffiti 2018 წლის ფარგლებში მართა კუპერი საქართელოს ეწვევა და მის კოლეგასთან, ბერლინელ ფოტოგრაფ ნიკა კრამერთან ერთად ქართული აუდიტორიის წინაშე წარსდგება თემით “Evolution of a Revolution”.აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.

 

მსგავსი ღონისძიებები
27 მაისს, 14:00 საათიდან მზიურის კაფეს ეზო მელომანების თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.
გამოფენა
13-დან 20 სექტემბრამდე დედაქალაქში, ყოველწლიური "Tbilisi Photo Festival 2018" გაიმართება.
გამოფენა
გამოფენის ფარგლებში გალერეაში წარმოდგენილი იქნება საშობაო და საახალწლო თემატიკაზე ტრადიციული მეთოდით დამზადემული მინანქრის უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა
ყველა პერსონაჟი არის ცხოველისა და ადამიანის კომბინაცია, რომელიც შექმნილია სარკაზმითა და იუმორით.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები