თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2017

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 22-24 დეკემბერს, უკვე ტრადიციულად, გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე! ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა!

მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.

გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკემბერს გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!

გთავაზობთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის მონაწილეების სიას:

აგორაალეფი/Alephi, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბუქკაფე,გამომცემლობა არტანუჯი,გამომცემლობა დიოგენე,გამომცემლობა ინტელექტი,გამომცემლობა პალიტრა L,გამომცემლობა წიგნები ბათუმში, გამომცემლობა წიგნი+ერი ,ეროვნული ბიბლიოთეკა,ერუდიტი, ექსლიბრისი ,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,კალმოსანი,კოსმო,ოლმა,რემედას,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი,საერთაშორისო სახლი,საქწიგნი,სეზანი,სიესტა,ქარჩხაძის გამომცემლობა,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მსგავსი ღონისძიებები
საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს.
ფესტივალი
16 და 17 დეკემბერს მთაწმინდის პარკში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მოდით მთაწმინდის პარკში და იგრძენით ახალი წლის განწყობა ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე.
ფესტივალი
ფესტივალი უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.
ფესტივალი
დილიდან BMW–ს რეკორდული მსვლელობა დიღმის ტრასიდან დაიწყება.
ფესტივალი