თბილისის საკონცერტო დარბაზში ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო გაერთიანდნენ და გრანდიოზული კონცერტი გამართეს

  3 მარტს, დედის დღეს, ქართველმა ვარსკვლავებმა გალა კონცერტი გამართეს.

14 წლის მანძილზე ამ დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ აერთიანებდა საზოგადოებას, წელს კი „იავნანას“  ფონდის მეგობრებმა მიუძღვნეს გალა-კონცერტი, სადაც ანიტა რაჭველიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერაში ტრიუმფის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა. 

სპეციალურად კონცერტისთვის ეწვივნენ საქართველოს დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და ტენორი გიორგი ონიანი.

 კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიცია და სხვადასხვა საავტორო ვერსიები.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოსეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

  

მსგავსი ღონისძიებები
7 დეკემბერს 20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ჯაზის საღამო ანტონიო ფარაოს კვარტეტთან ერთად.
კონცერტი
ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ.
კონცერტი
ბელგიური ბენდი  Oscar& The Wolf პირველად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე და შეასრულებს ყველა ჰიტს.
კონცერტი
როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები