თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი პატივსაცემი და ლეგენდარული პროექტი KHIDI-ის სცენაზე

Ancient Methods – MICHAEL WOLLENHAUPT-ის, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და უკვე ლეგენდარული პროექტი. 2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის, როგორც ANCIENT METHODS-ის სახელით, აგრეთვე მისი ცნობილი მეტსახელებით (ROOM 506, POGO IM SÄUREBAD …) და კოლაბორაციული პროექტებით (Ugandan Methods, Eschaton …). კარიერის მანძილზე ANCIENT METHODS-ის ნამუშევრები გამოიცა ინდუსტრიულ და EBM მიმართულების წამყვან ლეიბლებზე (SONIC GROOVE, DOWNWARDS RECORDS, PERC TRAX, HOSPITAL PRODUCTIONS …), ასევე საკუთარ ლეიბლებზე, ANCIENT METHODS-სა და PERSEPHONIC SIRENS-ზე. მიუხედავად იმისა, რომ WOLLENHAUPT-ის ძირითადი მიმართულება ინდუსტრიული ტექნოა, მის ნამუშევრებსა და სეტებში ადვილად შესამჩნევია ისეთი ბენდების გავლენა, როგორებიცაა: COIL, DEUTSCH NEPAL, FRONT 242, CURRENT 93. 

 

Terence Fixmer - BERGHAIN-ის რეზიდენტი ბერლინში მოღვაწე ფრანგი პროდიუსერი და დიჯეი. 1993 წელს CYBORG-ის სახელით პირველი ნამუშევრები გამოაქვეყნა და 1998 წლამდე მისი ჩანაწერები ბელგიურ და ფრანგულ ლეიბლებზე გამოიცემოდა. 1996 წელს EMMANUEL TOP- თან ერთად ლეიბლი ATTACK RECORDS, ხოლო ორი წლის შემდეგ Planete Rouge records დააარსა. 1999 წელს DJ HELL-ის ლეიბლ INTERNATIONAL DEEJAY GIGOLO RECORDS-ზე გამოცემულმა TERENCE FIXMER-ის ნამუშევარმა "Electric Vision" დიდი გამოხმაურება მოიპოვა და GROOVE-ის "წლის TOP 10 ტრეკში" მოხვდა. 2001 წელს ამავე ლეიბლზე სადებიუტო ალბომი "Muscle Machine" გამოაქვეყნა.

 

OTHR - KHIDI-ს რეზიდენტის ლადუკა ნინუას ტექნო პროექტი. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენტიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული, OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს:Oimactta, TU JI.

 

Zurkin - იგივე ზურკინ ჭყონია, ქართველი დიჯეი და ლეიბლ Vodkast Records-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი სელექციითა და დინამიური სეტებით.

 

JD J - ადგილობრივი ჰაუს სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, ლეიბლ Zeinkali-ს დამაარსებელი და VODKAST RECORDS-ის წევრი.

 

მსგავსი ღონისძიებები
პროექტი 2011 წელს შეიქმნა და ლოკალურ ანდერგრაუნდ სცენაზე მაშინვე დიდი წარმატება მოიპოვა.
კლუბი/ლაუნჯი
Autumn Tree - ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაცია Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.
კლუბი/ლაუნჯი
MZESUMZIRA-ს რეზიდენტებთან ერთად ივენთზე დაუკრავს მოწვეული არტისტი - L8 .
კლუბი/ლაუნჯი
საღამოს დაასრულებს Kordz.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები