თანამედროვე კინოს დიდოსტატი - ალბერტ სერა საქართველოს ეწვევა

  თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი, ესპანელი კინორეჟისორი, ალბერტ სერა საქართველოს ეწვევა და სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულებისთვის მასტერკლასებს გამართავს. 

ალბერტ სერა გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერით, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისთვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილსტიკის სინთეზი". მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოს მფლობელია კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალებზე.

 

 

პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com ალბერტ სერას მასტერკლასს წარადგენს TBC - თიბისიპროექტის ორგანიზატორია კინოკლუბი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

მასტერკლასები გაიმართება 6-7 ივნისს, 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. მის: რუსთაველის გამზირი 19

საჯარო შეხვედრა კი - 8 ივნისს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში შედგება.

 

 

პროექტის მიზნად ისახავს ხანგძლივი შეხვედრების ციკლს, რომლის ფარგლებში იგეგმება ისეთი კინემატოგრაფისტების ვიზიტი საქართველოში როგორებიც არიან: კარლოს რეიგადასი, აპიჩატპონგ ვერისეტაკული, იორგოს ლანთიმოსი, კრისტი პუი, ლუკრეცია მარტელი, პედრუ კოშტა, ანდრეი ზვიაგინცევი, რუბენ ოსტლუნდი, მატეო გარონე და სხვები

მასტერკლასებზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/ Ilo0HifPHkRChjdz2*დასწრება თავისუფალია

მსგავსი ღონისძიებები
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების“ მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი“
კინო
თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის, ესპანელი კინორეჟისორის, ალბერტ სერას მასტერკლასები თეატრის და კინოს უნივერსიტეტში გაიმართება
კინო
ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.
კინო
წარმოშობით ლატვიელი სერგეი რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის უცხოენოვანი ფილმების კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც „ოქროს გლობუსის" დაჯილდოვების ცერემონიალს წარმოადგენს. წლების განმავლობაში იგი ამავე ცერემონიის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.
კინო
კვირის ღონისძიებები