„ექვთიმე ღვთისკაცი“ - ფილმის პრემიერა ფილარმონიაში

„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და 25 იანვრიდან კინოთეატრებში. ქართველი ხალხის მიერ შექმნილი პირველი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერაც არ უნდა გამოტოვოთ.

 

 

როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში 1921 წელს, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს.

 

 

ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-45 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი.

 

 

ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, რომ გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს გადაუხვევია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში.

 

 

ფილმის რეჟისორი - ნიკოლოზ ხომასურიძე

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
საქართველოში რეჟისორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი პროექტების განხილვა და სხვადასხვა სახის ღონისძიებები
კინო
რამდენჯერ გიოცნებიათ მეცნიერებას შეეძლოს თქვენი გონებიდან იმ მომენტების და წუთების ამოშლა, რომელთა გახსენებათ მხოლოდ სევდას იწვევს თქვენში?
კინო
უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს.
კინო
ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.
კინო
კვირის ღონისძიებები