„ემოციური ინტელექტი“ - სალონური საუბრები "წიგნის სახლი ბახტრიონზე" - ში გაიმართება

              25, 27, 28 სექტემბერს და 2, 4, და 6 ოქტომბერს "წიგნის სახლი ბახტრიონზე" - ში " სალონური საუბრები გაიმართება. საღამოებს წარუძღვებიან სხვადასხვა პროფესიის ცნობილი და საინტერესო ადამიანები: ლიტერატორები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. სასაუბრო თემები იქნება:

 

              25 სექტემბერს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ისაუბრებს, თემაზე „ემოციური ინტელექტი"  (2 ოქტომბერს განმეორებით 20:00 საათზე). ;

              27 სექტემბერს გელა ჩარკვიანის და პროფესორ თინათინ ბოლქვაძის სასაუბრო თემა:  „სტალინი, ნიკო მარი, არნოლდ ჩიქობავა - დისკუსია ენათმეცნიერების საკითხებზე“ იქნება;

              28 სექტემბერს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ისაუბრებს თემაზე "არაცნობიერი";

               4 ოქტომბერს ლევან ბერძენიშვილი ილაპარაკებს თემაზე „ჰარუკი მურაკამი და თანამედროვე იაპონური მწერლობა“;

                6 ოქტომბერს ლევან გიგინეიშვილი ისაუბრებს "რეალობა და პოლიტკორექტულობა, კონფლიქტი"-ზე;

                ხოლო 6 და 7 ოქტომბერს "აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლა 5-დან 17 წლამდე ახალ სეზონს გახსნის.

 

               ღონისძიებებზე რეგისტრაცია ამ ლინკიდანაა შესაძლებელი: https://goo.gl/6RGjYi

                                   ერთ შეხვედრაზე დასწრების საფასურია 30 ლარი.

                                   ფასში შედის: ჩაი, ყავა, პიცა, ღვინო, ნამცხვარი.

 

                             დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591123696

მსგავსი ღონისძიებები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გეპატიჟებათ.
სხვა ივენთები
წელს საქართველოში Coub-ების დაჯილდოება პირველად ჩატარდა
სხვა ივენთები
რსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა:• რეციდიულ-რემისიული ფორმა - ყველაზე ხშირია (80-85%).
სხვა ივენთები
"ბიბლუსი"-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით  საინტერესო ღონისძიებათა ციკლი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც მკითხველებს შესაძლებლობათ შეხვდნენ  ცნობილ ქართველ მწერლებს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები