ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება

   ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება. წელს ფესტივალის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal. 

 

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, უმთავრესი სიახლე, რასაც Summer set-ის ორგანიზატორები და მხარდამჭერები მელომანებს სთავაზობენ, 2019 წელს ფესტივალის გუდაურში გადატანას უკავშირდება. 2019 წლიდან Summer Set გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება.

„პროექტ check in georgia-ს ფარგლებში და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ძალიან ცნობილი საფესტივალო ჯგუფი summer set ბრუნდება სასცენო ცხოვრებაში და 27 ივლისს თბილისის ზღვაზე საინტერესო საღამო გაიმართება. ამავდროულად, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ფესტივალმა გადაინაცვლოს გუდაურში და ხელი შეუწყოს მთის კურორტების ნაწილში საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაციას როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ დავეხმარებით ფესტივალს, რომ ცნობადობა და შესაბამისად, პოტენციური ტურისტები საქართველოში მოგზაურობით დავაინტერესოთ,“ - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.

 

Summer set-ის ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ -კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს. 

„27 ივლისის ღონისძიება არის პრეზენტაცია იმისი, თუ რა მოხდება უკვე 2019 წელს გუდაურში, თუმცა ტრადიციული პრეზენტაციებისგან განსხვავებით, ამ დღესაც ხუთი სხვადასხვა ჰედლაინერი გვყავს. ფესტივალის მთავარი დანიშნულებაა სხვადასხვა ტიპის ადამიანების შეხვედრა და ამჯერად გვინდა, რომ ქლაბერები, მელომანები, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები გადაეკვეთონ ერთმანეთს. 

 

რაც შეეხება 2019 წელს, ვგეგმავთ, რომ გუდაურში 3 500კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იყოს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები: როიალით დაწყებული, ელექტრო ინსტრუმენტებით დამთავრებული. ჰედლაინერებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა და მთავარი, რაც 2019 წელს იქნება, ეს არის ახალი საფესტივალო კულტურის დანერგვა. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები ძალიან მომრავლდა, ჩვენ თავი ამიტომ გავწიეთ ცოტა გვერდზე, გადავედით ლაივ ბენდებზე იმისთვის, რომ summer set უფრო გაფართოვდეს და გაიზარდოს ასაკობრივი სეგმენტი,“ - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნიკოლოზ დვალიძემ.

 

მისი თქმით, 27 ივლისს თბილისის ზღვაზე დაგეგმილი ღონისძიება საღამოს 7 საათიდან დაიწყება და 28 ივლისის დილის 9 საათამდე გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, ერთდღიანი საფესტივალო ტერიტორია 10 000 ადამიანზეა გათვლილი.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას და ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს. 

მსგავსი ღონისძიებები
მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება
ფესტივალი
რა სახის გასართობ ღონისძიებებზე შეძლებთ დასწრებას თბილისობის დღესასწაულზე? (სრული სია, ღონისძიებებისა სადაც შეძლებთ გართობას 6 და 7 ოქტომბერს)
ფესტივალი
YELLOW PARTY -ზე გელოდებათ ბევრი თამაშები და საინტერესო პრიზები
ფესტივალი
სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები