ელენე ახვლედიანი და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები სიღნაღში

  სიღნაღის მუზეუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გიწვევთ ელენე ახვლედიანის რეტროსპექტულ გამოფენასა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციაზე.   

 

ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის, როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს, მათ შორისაა: პეიზაჟები, ნიუ და თეატრალური ესკიზების ნიმუშები ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმისა და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან.

 

გამოფენაზე, რესტავრაციის შემდეგ, პირველად გამოიფინება ელენე ახვლედიანის მეგობრის, ანა ვარდიაშვილის პორტრეტი (1920-იანი წლები). 

 

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ ექსპოზიციაზე იხილავთ ნამუშევრებს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან, მათ შორისაა: ,,ირმების ოჯახი წყაროსთან’’, ,,ქეიფი ტალავერში’’, ,,ჩარდახიანი ურმით მოგზაურობა’’, ,,ქალი კათხა ლუდით’’, ,,მანდილოსანი დაირით’’, ,,ყაჩაღმა ცხენი მოიპარა’’ და შოთა რუსთაველის პორტრეტი. 

გამოფენის გახსნა: 2017 წლის 18 ოქტომბერი, 14:00 საათი.

მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.    

მსგავსი ღონისძიებები
ხელოვნება, მისი ჟანრები, დარგები, მიმდინარეობები, მსოფლიოს ცივილიზაციები, ხელოვნების სფეროში მომხდარი თუ მიმდინარე ეპოქალური მნიშვნლობის მოვლენები.
გამოფენა
დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ -ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!
გამოფენა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე 24 არტისტის შემოქმედება.
გამოფენა
ხელოვნების სასახლე გიწვევთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე.
გამოფენა