დეტექტიური თამაში მიტოვებულ შენობაში. მოდი!

7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება. 

 

თამაშის პრინციპი: მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია. ამ რიცხვების დახმარებით უნდა იპოვონ ასოები წიგნში („მეცხრე ფლიგელი“), შეადგინონ სიტყვა-გასაღები და ჩანაცვლებადი შიფრით გაშიფრონ ფარული წერილი, რომელიც მოცემულია წიგნშივე.

 

ჩანაცვლებადი შიფრის პრინციპი: ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ ალგორითმს, რომელშიც ხდება ღია ტექსტში ინფორმაციის ერთეულების ჩანაცვლება შესაბამისი შიფროტექსტით. ჩანაცვლებად შიფრში პოზიციები უცვლელი რჩება, სიმბოლოები იცვლება.ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს ანბანურ ცხრილს - წინასწარ განსაზღვრული წესით ჩამოწერილ ანბანის სიმბოლოებს ანუ ჩანაცვლების ანბანს. ირჩევენ კოდურ სიტყვას, რომელშიც სიმბოლოები არ მეორდება, და ბოლოში მიაწერენ ანბანის დანარჩენ სიმბოლოებს, რომლებიც ამ კოდურ სიტყვაში არაა.

 

რა დასჭირდება მოთამაშეს: წიგნი „მეცხრე ფლიგელი“; კალამი, ბლოკნოტი, ფარანი.ჩაიცვით მოხერხებულად, სპორტულად. 

 

როგორ მოვიდეთ: ნაგებობა მდებარეობს ნუცუბიძის მეოთხე პლატოში. ფერმწერთა ქუჩა # 137. იქვეა ბოლო გაჩერება და სუბარუს ცენტრი. იხილეთ ლოკაცია.

 

ტრანსპორტი: სადგურის მოედნიდან გამოდის ავტობუსი # 29 და ბოლო გაჩერება არის ლოკაციიდან 20-30 მეტრში (იხილეთ ჯიპიეს კოორდინატები და ვიდეო).

 

პრიზი: მას, ვინც პირველი გაშიფრავს გზავნილს, საჩუქრად გადაეცემა „ბიბლუსის“ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. თამაშს გაუძღვება თავად წიგნის ავტორი, მწერალი თეა ინასარიძე.

გადადი "ივენთზე" .

მსგავსი ღონისძიებები
ფორსეტის არტ დირექტორი ირაკლი ჭუმბურიძე ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არის დიზაინი სიყვარულივით მნიშვნელოვანი და გაგვაცნობს კარგი დიზაინის ძირითად პრინციპებს.
სხვა ივენთები
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
სხვა ივენთები
მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია.
სხვა ივენთები
პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები