დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს

    „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და­უ­ვი­წყარ დღედ იქცა, წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა. ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია და მე­დი­ა­პორ­ტა­ლი Allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის უკვე მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბი­ან.

 

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ დი­დია, რად­გან გა­სუ­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ხალ­ხი და­ეს­წრო და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. სტუმ­რე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რებ­დნენ, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ასე­თი დო­ნის და ასეთ ლა­მაზ ფეს­ტი­ვალს ჯერ არ დას­წრე­ბი­ან.

გა­სულ წელს ფეს­ტი­ვალ­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის კომ­პა­ნი­ის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა. წელს კი უფრო მეტ კომ­პა­ნი­ას ელო­დე­ბი­ან.

 

 

უდა­ვოა ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში დიდი როლი უშუ­ა­ლოდ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ­სე­ბულ­მა გა­რე­მომ შე­ას­რუ­ლა. შარ­დე­ნის ქუ­ჩის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გამ­ვლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას სა­სი­ა­მოვ­ნო ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა იქ­ცევ­და და ფეს­ტი­ვა­ლის­კენ ეპა­ტი­ჟე­ბო­და. ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია იწყე­ბო­და. ხი­ლი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ულა­მა­ზე­სი ქუ­ჩის ორი­ვე მხა­რეს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არა მხო­ლოდ ღვი­ნის არო­მა­ტე­ბით, არა­მედ ლა­მა­ზი დახ­ლე­ბი­თაც ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. სა­შე­მოდ­გო­მო ხი­ლით სა­ოც­რად მორ­თუ­ლი ქუ­ჩის და­სა­წყის­ში­ვე ულა­მა­ზე­სი მი­მე­ბი იქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

 

სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ის შემ­დეგ თა­მა­მად იღებ­დნენ ფო­ტო­ებს photo bus-ში და მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­­რებ­დნენ გი­ფე­რის აპა­რა­ტის კა­მე­რას­თან.

მსგავსი ღონისძიებები
მთაწმინდის პარკში მთავარ მოედანზე ჩატარდება ფესტივალი, რომელსაც ასაკის განურჩევლად ყველა ელოდება.
ფესტივალი
1 ოქტომბერს აქტუალური მუსიკის ფესტივალის მეოთხე კონცერტი კონსერვატორიის მცირე სცენაზე ჩატარდება.
ფესტივალი
პირველი 4GB-დან დღემდე ფესტივალის ჰედლაინირი, გიოს ყველა დროის საყვარელი არტისტი, მიხაელ მაიერია.
ფესტივალი
კონკრეტულად ვინ იმღერებს 26 მაისს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგეთ, ოფიციალურ განცხადებას კომპანია 29 ნოემბერს გეგმავს.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები