"დაკანონებული უკანონობა" - რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

პიესა, რომელიც ბერტოლდ ბრეხტმა 1930 წელს დაწერა, შესანიშნავად ასახავს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს.რუსთაველის თეატრი კი, ბრეხტის ნაწარმოების საკუთარ ვერსიას წარმოგიდგენთ.

 

უდაბნოში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინეს. საბადოს ხელში ჩასაგდებად რამდენიმე ექსპედიცია მიემართება. მარათონში მონაწილეობს ნავთობის უდიდესი კომპანიის მფლობელი კარლ ლანგმანი. იგი გამყოლთან და მუშასთან ერთად შეუდგება ამ რთულ გზას. უდაბნოში თანდათან იძაბება ურთიერთობა პატრონსა და დაქირავებულებს შორის. ეჭვითა და შიშით შეპყრობილი ლანგმანი ჯერ გამყოლს დაითხოვს, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ შეთქმულებას. შემდეგ კი, როცა მკაცრი უდაბნოს პირისპირ ორნი დარჩებიან, გზაარეული, უწყლობითა და მწველი მზით გათანგული ლანგმანი მუშას მოკლავს. იმართება სასამართლო. დაქვრივებული ქალი ქმრის მკვლელის დასჯას მოითხოვს, მაგრამ რას გადაწყვეტს მოსამართლე? უკანონობას ხომ კანონი იცავს.

 

მხიარული არაკი ორ მოქმედებად, გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ.

 

სცენური ვერსია რობერტ სტურუასი, ნიკოლოს ჰაინე-შველიძისა და ნინო კანტიძის.

მსგავსი ღონისძიებები
სპექტაკლს, ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგიის ბოლო ნაწილის მიხედვით დაიდგა
თეატრი
ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი.
თეატრი
გაგიტარებიათ ერთი ჩვეულებრივი საღამო თეატრში საკუთარ თავში და ბალიშში ჩაძირულს?!
თეატრი
კვირის ღონისძიებები