ბიტმეინი მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტს საქართველოში გამართავს

    21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. კონფერენცია ჩატარდება ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის ბიტკანის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის ბიტმეინის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.

 

   შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“ არის ლიდერი ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში განკარგავს რამდენიმე მსხვილ კრიპტომიმართულებას: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე.

 

ბითმეინმა  2018 წლის მაისსი  თბილისში წარმომადგებლობა  გაიხსნა,  რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის დაინტერესებას საქართველოს მიმართ. 

აღნიშნული კონფერენცია  2018  წლის  ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი  მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის  უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები,  მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრი.  სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, ახალი ბიზნეს იდეების განხილვა,  პრაქტიკული და  თეორიული  გამოცდილების გაზიარება, კრიპტოვალუტისა და მაინინგის პოტენციალი.  ამავე დროს ქართველ ბიზნესმენებს უნიკალური შანსი ეძლევათ, ახალი კავშირების დასამყარებლად ’’ .

 

 ‘’მაინინგინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით ბუნებრივია. საქართველოში მაინინგი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება მაინინგსექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - ეკომაინინგი, რომლის პრაქტიკულ გამოყენებაზეც ისაუბრებენ მაინინგდათაცენტრების ხელმძღვანელები.

 

   სამ დღიანი სამიტის  განმალობაში,  ჩამოსული სტუმრები გაიცნობენ  ქართულ კულტურას, მათი სტატუსიდან გამომდინარე კი, მსგავსი ღონისძიება  აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას,  ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარებას.

 

ამიტიზე დასწრება, შესაძლებელია ბილეთის შეძენის შემთხვევაში.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
ქალაქიდან გაუსვლელად ნამდვილი გურული ახალი წლის გარემო
სხვა ივენთები
წარდგენის პარალელურად გაიმართება წიგნის გამოფენა-გაყიდვა სადაც "დედის სახელმძღვანელოს" შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ
სხვა ივენთები
საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე – სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა
სხვა ივენთები
შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც ისაუბრებს პრემია „საბას“ გამარჯვებულ წიგნზე
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები