ბერლინალეს გამარჯვებული ფილმის „ვიქტორიას“ ჩვენება „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში გაიმართება

         ფაბრიკაში გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელი ფილმის, სებასტიან შიპერის გახმაურებული კინოსურათის „ვიქტორიას“ ჩვენება გაიმართება. სებასტიან შიპერის „ვიქტორია“ ერთი უწყვეტი კადრით არის გადაღებული, რაც ფილმს განსაკუთრებულად საინტერესოსა და დინამიურს ხდის. მნიშვნელოვანია ფილმის ვიზუალური და აუდიო გაფორმება. მუსიკა თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა არტისტმა, ნილს ფრამმა დაწერა.

 

ჯილდოები:

 

    ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა 2015 წელს ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში, სადაც ფილმის ოპერატორმა სტურლა ბრანდტ გრიოვლენმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი დაიმსახურა კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული მხატვრული მიღწევებისთვის.

რეჟისორმა სებასტიან შიპერმა აღნიშნულ ფილმში 2015 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს დათვის“ ნომინაცია და 2 სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

„ვიქტორია“ 2015 წლის “გერმანული კინოს ჯილდოზე” 6 პრიზი მიიღო შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო მუსიკა, , საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო რეჟისორი.

ფილმი „ვიქტორია“ მელბურნის, სიდნეისა და სან-დიეგოს საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურიატია.

 

ფილმის შინაარსი:

 

ახალგაზრდა ესპანელი სტუდენტი ვიქტორია (ლაია კოსტა) ბერლინში ცხოვრობს და თავდავიწყებით ერთობა. ერთხელ ღამის კლუბიდან გამოსვლისას, ვიქტორია ზონეს და მის სამ მეგობარს გაიცნობს. ღამის ბერლინი, მაღაზიიდან ლუდის მოპარვა, მცირე ფლირტი... ზონე და ვიქტორია ერთმანეთით

მოიხიბლებიან და პირველი შესაძლებლობისთანავე ჯგუფს გამოეყოფიან. პირველი შეხედვით ეს რომანტიკული ღამე ასეც უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ვიქტორია ბანკის ძარცვაში იქნა ჩათრეული.

 

გერმანია 2015, ფერადი/140 წუთი

რეჟისორი: სებასტიან შიპერი

სცენარი: ოლივია ნეერგაარდ-ჰოლმი, სებასტიან შიპერი, აიკე ფრედერიკ შულცი

მონაწილეობენ: ლაია კოსტა, ფრედერიკ ლაუ, ფრანც როგოვსკი, ბურაკ იეჟიტი, მაქს მაუფი, ანდრე მ. ჰენიკე, ანა ლენა კლენკე, აიკე შულცი

 

 

კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

 

მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. №8, ფაბრიკა.

მსგავსი ღონისძიებები
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
კინო
კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
კინო
„დედეს“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
კინო
კვირის ღონისძიებები