აქტუალური მუსიკის ფესტივალი თბილისის სახელწმიფო კონსერვატორიაში ჩატარდება

           2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აქტუალური მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით "Close Encounters 2018" ჩატარდება. კონცერტზე არამხოლოდ ქართველი, არამედ შვეიცარელი და ავსტრიელი მუსიკოსებიც შეასრულებენ. მათ შორის:

 

    Zagareli & Strings (საქართველო)

    კლაუს ლანგი, ორგანი (ავსტრია)

    ივანა პრისტასოვა, ვიოლინო (შვეიცარია)

    კაროლინა ომანი, ჩელო (შვეიცარია)

    თამრიკო კორძაია, ფორტეპიანო (შვეიცარია/საქართველო)

     პეტერ კონრადინ ცუმთორი, დრამ-სეტი (შვეიცარია)

     რეზო კიკნაძე, ელექტრონიკა (საქართველო)

     Kordz /ალექსანდრე კორძაია, ელექტრონიკა, ფორტეპიანო (შვეიცარია/საქართველო)

 

     ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება.    

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ფესტივალი
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და ვითარდებოდა. ფოტოფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. ფოტოკონკურსსა და გამოფენებში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები.
ფესტივალი
გაიმართება ყიდვა-გაყიდვა და დეგუსტაცია.
ფესტივალი
ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესოა ყველასთვის ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია შემოქმედებით ინდუსტრიასთან, მოღვაწეობს პიარის და მარკეტინგის ინდუსტრიაში ან საკუთარი სტარტაპი აქვს.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.