ანსამბლ რუსთავს 50 წელი უსრულდება

      12 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება ლეგენდარული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი. წლების განმავლობაში ანსამბლმა მრავალი დიდი მომღერალი აღმოაჩინა. მათ შორის უდიდესი ჰამლეტ გონაშვილია. რუსთავმა მრავალი წლის განმავლობაში 5000 ზე მეტი კონცერტი ჩაატარა, რამდენიმე პრესტიჟულ დარბაზში (ისეთში, როგორიცაა ლონდონში მდებარე ”Royal Albert Hall"). მათ ტურნეები 80-მდე ქვეყანაში გამართეს. ანსამბლი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი ღონისძიებები
ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
კონცერტი
ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უევრტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“.
კონცერტი
ლეგენდარულმა  ჯგუფმა საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და 14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში ბათუმელ მაყურებლის წინაშე წასრდგა.
კონცერტი
21 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თურქი მომღერლის რაფეტ ელ რომანის კონცერტი გაიმართება
კონცერტი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.